weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სტამბოლში თარხან ბათირაშვილის მეუღლე და ორი შვილი დააკავეს

12:22 პარასკევი, 20 ივლისი 2018

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლში, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების გამო, თარხან ბათირაშვილის მეუღლე სედა დუდურკაევა და მისი ორი შვილი დააკავეს.

თურქული გამოცემა Daily Sabah წერს, რომ სპეცოპერაციის ფარგლებში სულ ხუთი პირია დაკავებული.

სედა დუდურკაევა ჩეჩნეთში მიგრაციის ფედერალური სამსახურის ყოფილი უფროსის შვილია. ის ჩეჩნეთიდან სირიაში 2013 წელს ჩავიდა და ჰამზათ აჭიშვილის მეუღლე გახდა. ჰამზათ აჭიშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილის თარჯიმანი იყო.

2013 წლის ზაფხულში, ჰამზათ აჭიშვილის გარდაცვალების შემდეგ, სედა დუდურკაევა ცოლად თარხან ბათირაშვილმა შეირთო და მასთან ორი შვილი შეეძინა.

სედა დუდურკაევას სირიაში გამგზავრების გამო ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა, სედას მამა ასუ დუდურკაევი მიგრაციის ფედერალური სამსახურიდან გაათავისუფლა.

დუდურკაევს ჩეჩნეთის ხელისუფლება სთავაზობდა დახმარებას შვილის ჩეჩნეთში დასაბრუნებლად, თუმცა მან განაცხადა, რომ ამ საკითხს დამოუკიდებლად მოაგვარებდა. შვილის დაბრუნების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

თარხან ბათირაშვილი 2016 წლის ზაფხულში მოკლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]