weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

თეთნულდზე დაკარგულ უკრაინელ ტურისტს მეორე დღეა ეძებენ

15:24 პარასკევი, 20 ივლისი 2018

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული უკრაინელი ტურისტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მეორე დღეა მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ტურისტის სავარუდო ადგილსამყოფელი დადგენილია, თუმცა თოვლისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, მაშველები მიახლოებას ვერ ახერხებენ. 

გუშინ ​​სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ამინდის გაუარესების გამო ვერტმფრენი მუშაობას ვეღარ ახერხებს.

„კიდევ ერთი უკრაინელი ტურისტი მაშველებმა გუშინ იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. უკრაინელი ტურისტები ერთად დაიკარგნენ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც დროის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. გადარჩენილმა მამაკაცმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია მეორე დაკარგულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, - უთხრეს „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ ორი უკრაინელი ტურისტი ალპინისტების 8-კაციან ჯგუფს 18 ივლისს, გვიან ღამით ჩამორჩა და დაიკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]