weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგა

16:40 კვირა, 22 ივლისი 2018
ფოტო: Mtisambebi.ge ფოტო: Mtisambebi.ge

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხევსურეთში, როშკა-არხოტის საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა და გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგენილია.

პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. ფონდის ინფორმაციით, მშენებარე გზის დათვალიერების შემდეგ, გიორგი შენგელიამ სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან.

გზა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდინარე ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე  მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში გაიჭრა 6 მეტრი სიგანის 28 კილომეტრიანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. აქ გზა არასდროს არ გადიოდა. რამდენიმე კვირის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდა როშკაში. სამწუხაროდ, იმ დროისთვის გზა არ იყო დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, გასაწმენდი და დასასრულებელი იყო გარკვეული მონაკვეთები. ჩვენ შევპირით მოსახლეობას, რომ ათენგენობისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილებით შეძლებდნენ გადაადგილებას და ეს პირობა შევასრულეთ. ამ ეტაპზე ათი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ვფიქრობთ, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულდება, თუმცა ახლანდელი მონიტორინგის შედეგად გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კიდე უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო სამუშაოების დათქმულ ვადებში მოსასწრებად“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისივე თქმით, მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარი სამუშაო პროცესს ართულებს.

„მთის ამბებმა“ 5 ივლისს გამოაქვეყნა რეპორტაჟი, რომ არხოტი ისევ უგზოდ იყო, რადგან ხელისუფლებამ გზის გასაწმენდად ერთი ტრაქტორის მობილიზებასაც კი ვერ მოაბა თავი. როშკა-არხოტის გზის მშენებლობისთვის, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საუკუნის პროექტი უწოდა, ბიუჯეტიდან 13 500 000 ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]