weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა

23:24 სამშაბათი, 24 ივლისი 2018
ფოტოზე - თარხან და თამაზ ბათირაშვილების მამა ფოტოზე - თარხან და თამაზ ბათირაშვილების მამა

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სირიაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, 38 წლის თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა. თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. ბათირაშვილების ოჯახში ნათესავები სამძიმრის სათქმელად მიდიან.

არსებული ინფორმაციით, თამაზ ბათირაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. მოგვიანებით პანკისიდან სირიაში მან მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილიც წაიყვანა. ოჯახის ახლობლების თქმით, თამაზ ბათირაშვილი დღეს, 24 ივლისს შეტაკებისას დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, მისი მეუღლე და შვილები გადარჩნენ.

შეგახსენებთ, 2016 წლის ივლისში, სირიაში დაიღუპა მისი ძმაც, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, 30 წლის თარხან ბათირაშვილი.

პანკისში თამაზ და თარხან ბათირაშვილების ძმა და მამა, თენგიზ და თემურ ბათირაშვილები ცხოვრობენ.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 27 პანკისელი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]