weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

90 წლის მოხუცი შვილიშვილმა და სიძემ სოციალურ სააგენტოში დატოვეს

11:01 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

შვილიშვილმა და მისმა მეუღლემ 90 წლის მოხუცი სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებაში დატოვეს. „მოვიყვანე მოხუცებული და დავტოვე სოციალურ სამსახურში. გინდა მოუარონ, გინდა მიხედონ, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. სხვა გამოსავალი არ მაქვს. ვის არ მივმართე და ყურადღება არავინ მომაქცია“, - ციტირებს ტელეკომპანია „გურჯაანი“ მოხუცის სიძის, გოჩა გაბიდაურის კომენტარს.

მოხუცს გადაადგილება უჭირს. მას ერთადერთი შვილი დაეღუპა და დღემდე გურჯაანში, დის სახლში მარტო ცხოვრობდა, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე.

შვილიშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოხუცი თავშესაფარში გადაიყვანოს. „იქ ვიღაც მაინც მიაქცევს ყურადღებას. ჭიქა წყალს მაინც მიაწვდიან“, - აღნიშნა ლია გაბიდაურმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილების უფროსის თემურ ზავრაშვილის განცხადებით, კანონით, ოჯახის წევრი ვალდებულია ოჯახის ხანდაზმულ წევრს მიხედოს, მაგრამ „ამ შემთხვევაში მოხუცზე მზრუნველობა მთლიანად სახელმწიფოს გადააბარეს“.

სააგენტოს ინფორმაციით, ვიდრე მოხუცს თავშესაფარში გადაიყვანენ, ბინას უქირავებენ და მომვლელსაც აუყვანენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]