weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

როგორ მიმდინარეობს აჭარაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა 

17:01 სამშაბათი, 10 ივლისი 2018

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბოლო პერიოდში 40 გრადუსს აღწევს,  რა დროსაც ინვაზიური მავნებელი აზიური ფაროსანა მაქსიმალურ მავნეობაზე გადადის. ბაღლინჯო მნიშვნელვან საფრთხეს აჭარის რეგიონისთვის წარმოადგენს. მის წინააღმდეგ წამლობის დროს მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის გათვალისწინებაც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო წამლობა ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეიობს.

ჯამბულ ხოზრევანიძის თქმით, რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოებში მაქსიმალური რაოდენობის ადამიანური და ტექნიკური რესურსია ჩართული.

„ჩვენ ვცდილობთ შეწამვლითი ღონისძიებები ვაწარმოოთ ძირითადად ღამის პერიოდში, რაც, ასე ვთქვათ, ხელს არ შეუშის ტურისტს. ჩვენ უკვე მოვიცავით თითქმის ყველა აქტიური ზონა. ზონებად გვაქვს დაყოფილი. იქ, სადაც მასიურად შეიმჩნევა აზიური ფაროსანა უკვე მესამედ გავდივართ. შესაწამლი აპარატები დავანაწილეთ ისე, რომ თითქმის ყველა სოფელში მოხვედრილიყო. აჭარაში ზუსტად არის 336 სოფელი და თუ პროპორციულად ავიღებთ გამოდის, რომ ერთ სოფელზე ჩვენ გავეცით ათი ერთეული შესაწამლი აპარატი“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულ ხოზრევანიძემ.

სახელმწიფო პროგრამასთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებს შესაწამლი პრეპარატებიც გადაეცათ, რომლის გამოყენებაც მავნებლის გააქტიურების შემთხვევაში თვითმმართველობებს შეეძლებათ.

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]