weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხორბალში აღმოჩენილი მავნებელი აზიური ფაროსანა არაა

18:53 ოთხშაბათი, 25 ივლისი 2018

ლანჩხუთში, კახეთიდან ჩამოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. ნიკა მესხის განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მარცვლოვანი კულტურისთვის ცნობილ მავნებელთან - კუსებურასთან, რომლის კონტროლიც საკმაოდ მარტივია და საშიშროებას არ წარმოადგენს.

კახეთიდან შემოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანას არსებობის შესახებ ინფორმაცია ლანჩხუთში ერთ-ერთმა მაღაზიის მეპატრონემ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. ფაქტი სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე გადაამოწმეს.

„ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე დაიწყო ხორბლის მოსავლის აღება, შემდეგ რეალიზაცია განხორციელდა დასავლეთ საქართველოში და სხვადასხვა რეგიონებში იქ აღმოჩნდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი მავნებელი, რომელიც აზიანებს თავთავიან მარცვლოვან კულტურებს. ეს არის მავნე კუსებურა, რომელიც ადგილობრივი სახეობაა. ის ჩვენ წლებია გვხვდება. იყო გარკვეული მოსაზრება, რომ ეს არის აზიური ფაროსანა და ჩვენ, რომ ვამბობთ არ გვყავს კახეთის რეგიონში. აი, თუ არ არის და გვაჩვენებდნენ. სინამდვილეში სხვა სახეობას. თუმცა ეს მავნებელი გავრცელებულია მეხორბლეობის რეგიონებში ძირითადად. მისი კონტროლი არ წარმოადგენს პრობლემას. ერთი შეწამვლის შედეგადაც ჩვენ კარგი შედეგი გვექნებოდა. კუსებურა აზიანებს მხოლოდ მარცვლოვან თავთავიან კულტურებს“, - აღნიშნა ნიკა მესხმა.

მისივე თქმით, აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი არ გაფართოებულა და მავნებელი ამ ეტაპზე, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში აქტიურობს.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]