weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახმეტის სოფელ ქისტაურში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

17:57 შაბათი, 28 ივლისი 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში 27 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „Toyota RAV-4“-ის მარკის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. სავარაუდოდ, მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

როგორც პანკისის სათემო რადიოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, დაშავებულები თავის არეში მიღებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„პაციენტებს ძრითადად თავის ტრავმა, ტვინის შერყევა აქვთ. ერთს აღენიშნება სახის ძვლების მოტეხილობა, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანი ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული“, - განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.

ავტომობილი ქალაქ რუსთავიდან პანკისის ხეობაში ქორწილის კოლონას მიყვებოდა. დაშავებულები პანკისის სოფელ დუისიდან არიან.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]