weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნა ქვეყნის თალიბანიზაციის ცდაა - მამა ილია

19:23 ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მარიხუანას მოხმარებაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთი მოწოდება „ბნელი, შავრაზმული პრიმიტივიზმი და ქვეყნის თალიბანიზაციის ცდაა“.

საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით ზოგიერთი სასულიერო პირი გამოვიდა, მათ შორის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

„მოწოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების შესახებ არის ბნელი, შავრაზმული პრიმიტივიზმი, ქვეყნის თალიბანიზაციის ცდა. რაც არ უნდა არ მოგვეწონოს მისი განჩინება, პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუ სახელმწიფოებრიობაზე გვაქვს პრეტენზია და კანონის ფარგლებში ვიბრძოლოთ სიმართლისათვის. თუ რუსეთის (ან სხვა ქვეყნის) გუბერნიად გვინდა ყოფნა, მაშინ კიბატონო, გავაუქმოთ ეგეც და კონსტიტუციაც, ბარემ პარლამენტიც ზედ მივაყოლოთ და ყველა სამინისტრო“, - წერს მამა ილია.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 30 ივლისს დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]