weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტების სია გამოაქვეყნა

11:02 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2018/2019 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული სასწავლო პროგრამული მიმართულებების სია გამოაქვეყნა.

2018-2019 სასწავლო წელს სახელმწიფო დააფინანსებს შემდეგ მიმართულებებს: აგრარული მეცნიერებები; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები და მიმართულებათაშორისი დარგები და სპეციალობები.

პრიორიტეტულ პროგრამებზე სტუდენტების პროგრამული და საგრანტო დაფინანსების ჯამი 100%-ს შეადგენს.

პირდაპირი დაფინანსებით პროგრამებზე სტუდენტთა განაწილების შემდეგ დარჩენილი თანხა ნაწილდება იგივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრიორიტეტული მიმართულების სხვა დარგის/სპეციალობის პროგრამებზე სტუდენტების საერთო რანჟირებული სიაზე დაყრდნობით (გადასახადის 100%-მდე შევსების პრინციპით).

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,  ეკონომიკა;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - მშენებლობა, ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია, საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციებისმართვა, გეოინფორმატიკა, სამთო და გეოინჟინერია, საინჟინრო გეოდეზია, გეოლოგია, მეტალურგია, მასალათამცოდნეობა, ქიმია, სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია, მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია, არქიტექტურა, ბიოსამედიცინო ინჟინერია, მათემატიკა, საინჟინრო ფიზიკა, მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი, აგრარული ტექნოლოგიები, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მევენახეობა და ენოლოგია, მეცხოველეობა, აგრონომია, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქართული ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა და ლიტერატურა, ფრანგული ენა და ლიტერატურა, აღმოსავლური ფილოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, ეკონომიკა, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები), ეკოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ელექტრული ინჟინერია, მშენებლობა, კვების ინდუსტრიის ინჟინერია, საწარმოო პროცესების დამანქანების მართვა, სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაციადა მართვა, ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა, ხარისხის მართვა და ტექნიკურ-ეკონომიკური ექსპერტიზა, ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია, გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია, სასურსათო ტექნოლოგია, გამოყენებითი დიზაინი, აგრონომია, აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია დაექსპერტიზა, აგროინჟინერია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ჰუმანიტარული მეცნიერებები: ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), ჰუმანიტარული მეცნიერებები: ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), ჰუმანიტარული მეცნიერებები: არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), არქიტექტურა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქართული ფილოლოგია, არქეოლოგია, ისტორია, აფხაზური ფილოლოგია, ეკონომიკა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ისტორია (ახალციხე), ისტორია (ახალქალაქი), არქეოლოგია (ახალციხე), ეთნოლოგია (ახალციხე), ქართული ფილოლოგია (ახალციხე), ქართული ფილოლოგია (ახალქალაქი), ინგლისური ფილოლოგია (ახალციხე), საჯარო მმართველობა (ახალციხე), საჯარო მმართველობა (ახალქალაქი), ეკონომიკა (ახალციხე), ეკონომიკა (ახალქალაქი), ინფორმაციული ტექნოლოგიები (ახალციხე), ეკოლოგია (ახალციხე), აგრონომია (ახალციხე).

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, ბიოლოგია, ეკონომიკა, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკა, მშენებლობა, აგრონომია, ქართული ფილოლოგია, ისტორია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]