weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

10:56 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. მათგან 5 ბავშვია. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი BMW-სა და Toyota-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. მძღოლი, რომელიც BMW-ს მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იყო და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკის დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დაშავებულს თავის ტრავმა და კიდურების მოტეხილობები აქვს. არცერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება საპატრულო პოლიციის კახეთის დეპარტამენტმა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]