weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს

11:25 ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია ხელმეორედ დააკავეს.

ჭანტურიას ადვოკატების განცხადებით, წუხელ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, საიდანაც 3 ავტომატი, მჭიდები და ასობით ვაზნა ამოიღეს. ადვოკატების თქმით, იარაღი გიორგი ჭანტურიას არ ეკუთვნის და მის საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ პოლიციამ შეიტანა.

„პირდაპირ მიადგნენ იმ ადგილს, სადაც მათ მიერ ჩადებული იარაღები ინახებოდა. ეს არის მათ მიერ მოწყობილი ცირკი. არავითარ მტკიცებულებაზე მითითება არ ხდება მოსამართლის განჩინებაში, თუ რის საფუძველზე მოხდა ჭანტურიას დაკავება“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ანი კეკენაძემ.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ კაბინეტში მოკლეს. სამსონ ქუთათელაძე „სტამბოლის ბაზრობის“ ერთ-ერთი მეწილე იყო. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავში ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის საქმეზე პოლიციას რამდენიმე საათით დაკავებული ჰყავდა ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო გაათავისუფლეს.

აპრილში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება დასკვნით ფაზაში გადავიდა და საზოგადოება უახლოეს პერიოდში ამ საქმეზე ახალ ნიუანსებს შეიტყობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]