weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

წინანდალში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

12:28 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018
წინანდალში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს ფოტო არქივიდან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილე გიორგი მეგრელიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, სასტუმრო „რედისონის“ დაკვეთით კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ 3 მგვტ ელექტროენერგია დასახლებულ პუნქტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გაჰყავს.

„სასტუმრო „რედისონმა“ „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაუკვეთა, რომ სასტუმროს შენობა მაღალი ძაბვის ელექტროენერგიით უზრუნველყონ. თავის მხრივ ენერგოსადისტრიბუციო სამსახურმა იქირავა სხვა კომპანია, რომელმაც სოფელში გზები გადათხარა, კაბელებს აწყობენ და პირდაპირ მიწას აყრიან. ამ კაბელებში 30 ათასმა ვოლტმა უნდა გაიაროს. ჩვენ ვითხოვთ, წესების დაცვით გაიყვანონ ელექტროენერგია, უსაფრთხო რომ იყოს. გუშინ „ენერგო პრო ჯორჯიას“ იურისტი შეგვხვდა. გვითხრა, რომ მოთხოვნები ჩამოგვეყალიბებინა, მანამდე კი სამუშაოებს შეაჩერებდნენ. დღეს, დილით ისევ მოიყვანეს ტექნიკა და გააგრძელეს სამუშაოები. პოლიციაში დარეკეს, მოსახლეობა ხელს გვიშლისო. ხელს კი არ ვუშლით, ნორმების დაცვით ვითხოვთ სამუშაოების შესრულებას“, - აღნიშნა გიორგი მეგრელიშვილმა.

სოფელში პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ ხელშეშლის შემთხვევაში მათ დააკავებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]