weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ტურისტების მიმართ იძულების მცდელობის ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავეს

16:12 ხუთშაბათი, 09 აგვისტო 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სამეგრელოში, ტობავარჩხილის გზაზე, უცხოელი ტურისტების მიმართ იძულების მცდელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც „რეგინფოს“ შსს-ში განუცხადეს, 7 აგვისტოს, 112-ში დახმარებისთვის გერმანელმა ტურისტებმა დარეკეს. შეტყობინების თანახმად, ქართველი მამაკაცი მათ კარავში შეღწევას ცდილობდა. სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ და მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების მცდელობას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი ადგილობრივი მცხოვრებია, წარსულში ნასამართლევი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]