weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბათუმში ავარიის შედეგად 60 წლის მამაკაცი დაიღუპა

11:11 პარასკევი, 10 აგვისტო 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმში, გმირთა მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტაქსის შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ ექიმებს მძღოლი გარდგაცვლილი დახვდათ, ხოლო მგზავრი, რომელიც იმავე ავტომობილში იმყოფებოდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცია. მათივე ცნობით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]