weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ნინოწმინდაში ორი მამაკაცი მოკლეს

12:19 შაბათი, 11 აგვისტო 2018
ფოტო: რადიო „ნორი“ ფოტო: რადიო „ნორი“

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში ორი მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, მკვლელობა ღამის ოთხ საათზე, სოფლის ეკლესიასთან მოხდა.

რადიო „ნორი“ წერს, რომ მოკლულები სოფელ სათხაში არ ცხოვრობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

 

ამ თემაზე:

ნინოწმინდაში 2 მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მათი მასპინძელი დააკავეს

სათემო რადიო „ნორი“

რადიო „ნორი“ (www.nor.ge) მაუწყებლობს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სიხშირეზე FM 100.1. „ნორი“ ავრცელებს ახალ ამბებს და ამზადებს რამდენიმე გადაცემას. „ნორი“ პირველი სათემო რადიოსადგურია საქართველოში.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]