weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნინოწმინდაში 2 მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მათი მასპინძელი დააკავეს

15:44 შაბათი, 11 აგვისტო 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში, ორი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ამავე სოფელში მცხოვრები 42 წლის გ.მ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 10 აგვისტოს, ბრალდებულმა საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 44 წლის პ.მ. და 35 წლის ს.პ.

შსს-ს ცნობით, მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გ.მ.-მ პ.მ-ს და ს.პ.-ს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული ჭრილობების შედეგად ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]