weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ქართულმა მარშმა“ ბათუმში აქცია-მსვლელობა გამართა

10:43 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

დიდგორობასთან დაკავშირებით, ულტრანაციონალისტური ჯგუფის, „ქართული მარშის“ ორგანიზებით ბათუმში აქცია-მსვლელობა გაიმართა. დემონსტრანტები, რომლებსაც დროშები და ხატები ეჭირათ, სკანდირებდნენ „საქართველო ქართველებისთვის“, „საქართველო თურქ-სელჩუკების გარეშე“, „დიდება ერს, სიკვდილი მტერს“.

მსვლელობის დაწყებამდე, ვარდების სკვერში შეკრებილებს სიტყვით „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ მიმართა: „ვერავინ ვერასოდეს აქ, ამ მიწაზე, ვერ დაამყარებს თავის წესრიგს, აქ იქნება ქართული წესრიგი. აქ იქნება საქართველო. ბინძური მიხეილ სააკაშვილის სკვერი არ იარსებებს. აი, ამ სიმახინჯეს დავანგრევთ ისევე, როგორც წმინდა ნინომ დაანგრია არმაზის კერპები მცხეთაში“.

ბრეგაძემ მოითხოვა, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგას არა ბათუმის მერიის მიერ განსაზღვრულ ადგილზე, არამედ, ქალაქის ცენტრში. მისი სიტყვებით, „თურქეთის კონსულის მიერ შეშინებული და ჩასვრილი მთავრობა, რიჟვაძის მეთაურობით, ძეგლის ცენტრში დადგმას ვერ ბედავს“.

როგორც სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე მარშის მოწყობა გადაწყვიტეს, მთავრობის წარმომადგენლებმა დაურეკეს და სთხოვეს, იქ არ გაეარათ.

„თბილისში აღმაშენებლის გამზირზე გავლას ვუფრთხით. იქ მოვინდომებთ დემონსტრაციას, მთელი მთავრობა გვირეკავს - „იქნებ, ბიჭებო, არ გაიაროთ ამ ქუჩაზე“. აქ, ქუთაისის ქუჩაზე გვინდა გავლა, აქაც რეკავენ - „იქნებ, ბიჭებო, არ გაიაროთო“. ქართველი გაივლის ყოველთვის იქ, სადაც გასავლელია. მხოლოდ საქართველოს მტრები ამოიკვეთებიან აქედან“, - განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც აჭარის ტელევიზიასთან საუბარში, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, საინიციატივო ჯგუფ „ბათუმი დიდგორი 2018“-ის წევრმა ირაკლი ბარამიძემ თქვა, აქციით სურდათ ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ საქართველოში „უცხოელების ქუჩები“ არ შეიძლება არსებობდეს: „მე, როგორც ბათუმელების შთამომავალს, მინდა, რომ ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, იყოს ის ჯგუფი, რომელიც ბათუმს თურქული ქუჩებისგან გაათავისუფლებს“.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ანზორ ფორჩხიძემ კი აღნიშნა, რომ „ქართულ ქუჩაზე სულ თურქული ბარებია და ბათუმში პატრონყმური დამოკიდებულება არ უნდა იყოს“.

მსვლელობაში მონაწილეები ვარდების სკვერიდან ქუთაისის ქუჩისკენ გაემართნენ, სადაც თურქეთის მოქალაქეების კომერციული ობიექტებიც არის განთავსებული. მსვლელობა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძართან დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]