weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

სამშობიარო სახლ „ნინოში“ 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა

13:49 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018
ფოტოზე ნატალია აბრამიშვილი ფოტოზე ნატალია აბრამიშვილი

თბილისში, სამშობიარო სახლ „ნინოში“ 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. მათივე თქმით, იმის გამო რომ სამშობიაროში სისხლი არ ჰქონდათ, პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის საოპერაციოში შეყვანამდე, ლიფტში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ნატალია აბრამიშვილი მშობლები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ - „ექიმებმა ორსული ვადაზე ერთი კვირით ადრე, დამაჩქარებლების საშუალებით ამშობიარეს“.

„საავადმყოფოში 10 აგვისტოს მოვიდა. უთხრეს, დიდი მუცელი გაქვს, საკეისრო დაგჭირდება და მოდი, გამშობიარებთო, ანუ ერთი კვირით ადრე. 11 საათზე დაალევნეს წამალი, 5 საათზე ტკივილები დაეწყო. ყველაფერი წესის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ მშობიარობიდან ალბათ 40 წუთში, როცა უკვე მოგვილოცეს და აღვნიშნეთ, საეჭვო სირბილი დაიწყეს. ვარდება წნევა იმის გამო, რომ არ არის სისხლი, ამ დროს რაღაც წამლით წევენ, რომელიც არ მოქმედებს. აპარატურა ამათ არ აქვთ, რომ გასინჯონ, სისხლი არ აქვთ, რომ გადაუსხან, ჩემი შვილი იცლება სისხლისგან. 4 ლიტრი სისხლი უკვე დაკარგული ჰქონდა, როდესაც ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციიდან დახმარება მოვიდა. ლიფტში გარდაიცვალა გოგო, საოპერაციომდე ვეღარ მიაღწია“, - აღნიშნა გარდაცვლილის მამამ, ქრისტეფორე აბრამიშვილმა „რუსთავი 2“-თან.

სამშობიარო სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განმარტებით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზებზე მედიასთან კომენტარს არ გააკეთებენ. „ამ საქმეში ყველა ჩართულია - პროკურატურა, გამომძიებლები და ექსპერტები. კლინიკური დეტალები აღწერილია ისტორიაში, კომპეტენტური ხალხი გაარჩევს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]