weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ექსპერტიზის დასკვნით სმიტების მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელია

10:51 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მალხაზ კობაური ფსიქიკურად ჯანმრთელია, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

„სპეციალისტებმა შეაფასეს კობაური რამდენად გაწონასწორებულია ფსიქიკურად და რამდენად ქმედუნარიანია. ექსპერტებთან გასაუბრებიდან გამომდინარე, გადაჭრით შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მალხაზ კობაური ჯანმრთელია. ამით აღნიშნული კვლევა ამოიწურა და კობაურს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტიდან, პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ“, - უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა.

43 წლის რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 4 ივლისს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

დაკავების შემდეგ მალხაზ კობაურმა ბრალი აღიარა, ხოლო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ამერიკელები მას არ მოუკლავს. კობაურის თქმით, მკვლელობა ორმა უცხოელმა მამაკაცმა ჩაიდინა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმიტის სხეულიდან აღებულ ნაცხში მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კობაურს ლორა სმიტთან სექსუალური კავშირი ჰქონდა.

მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]