weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საფრანგეთში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

15:07 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018

ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს, ქალაქ პლურინ-ლე-მორლეს ჟანდარმერიის სამსახურმა ქართული წარმოშობის სავარაუდო დამნაშავის ვინაობის დადგენის მიზნით მიმართა. ფრანგი სამართალდამცველები 2017 წლის ივლისში ქალაქ ლამერში და 2018 წლის იანვარში ქალაქ პლუინოში ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებდნენ. ქურდობის ბრალდებით კი, ერთი პირი იძებნებოდა.

„მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ბრიეკში, ადგილობრივი პოლიციის მიერ გადამოწმებულ იქნა სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაულების ჩამდენი საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ა.ჯ., რომელიც გაყალბებული პერსონალური მონაცემებით და ყალბი დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობათ ფრანგ სამართალდამცველებს“, – განაცხადეს შსს-ში.

მათივე ცნობით, 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის გაქურდვის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]