weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყოფილ „ლეოგრანდს“ საქმიანობის შესაწყვეტად ვადა 17 აგვისტომდე მისცეს

21:29 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბათუმში მდებარე სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას შენობიდან სტუმრების გაყვანა და საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა. ადმინისტრაციას ამ მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 17 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიში აცხადებენ, რომ მათმა სპეციალისტებმა სასტუმრო და სამორინე „ველმონდში“ სახანძრო-ტექნიკური შემოწმება წელს 3-ჯერ განახორციელეს, გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

„გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ერთი თვის წინ უწყებამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება მოითხოვა. იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილა, სასტუმროს მუშაობა არ შეუჩერებია და სტუმრებს კვლავ იღებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ირწმუნებიან, რომ როგორც კი სასტუმრო ვალდებულებების შესრულება დაიწყებს, მზად არიან, უმოკლეს ვადებში, მხარი დაუჭირონ შენობის ექსპლუატაციაში შესვლას.

24 ნოემბერს, „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. აღნიშნული ბრალდებით 23 მარტს სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე ორი პირი დააკავეს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]