weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, აფრიკის სანაპიროსთან გაუჩინარდა

21:46 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომლის ბორტზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება, მეოთხე დღეა გაუჩინარებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გემთან კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. მაშინ გემი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში ფიქსირდებოდა.

„გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping მოძიების სამუშაოებს აწარმოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი UKMTO“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გემი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბორტზე ბათუმელი მეზღვაურებიც არიან. ოჯახის წევრები მათ მეოთხე დღეა ვერ უკავშირდებიან და ეჭვობენ, რომ მეზღვაურები მეკობრეებმა ტყვედ აიყვანეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]