weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვა 19, 20 და 21 აგვისტოსაც არის მოსალოდნელი

13:10 კვირა, 19 აგვისტო 2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19, 20 და 21 აგვისტოს არამდგრადი ამინდი უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნება.

მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების გააქტიურების შესახებ, სააგენტოს მიერ, 18 აგვისტოს დღის 12:00 საათიდან გაცემულ იქნა გაფრთხილება, რომ 18 აგვისტოდან 19 აგვისტოს დილამდე დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18 აგვისტოს დღის ბოლოდან 20 აგვისტომდე მოსალოდნელი იყო დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი სეტყვა.

მოსალოდნელ ძლიერ ნალექებს შესაძლებელია საქართველოს  მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოეწვია.

მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 18 აგვისტოს ძლიერი წვიმა აღინიშნა დასავლეთ საქართველოს ჩრდილო/მთიან რაიონებში; ძლიერი წვიმა სეტყვასთან ერთად აღინიშნა თიანეთში, თელავსა და ახმეტის რაიონის ზოგიერთ სოფელში. ძლიერი წვიმდა დაფიქსირდა ასევე თბილისში.

19 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით  ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა.

20 და 21 აგვისტოსაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით  ღრუბლიანობა მოიმატებს, ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]