weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რაჭაში ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ამდენივე დაშავდა

19:25 სამშაბათი, 21 აგვისტო 2018

რაჭაში, ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18-დან 22 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ერთი მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა, ორი კი ჰოსპიტალიზაციის დროს დაიღუპა. დაშავებულები ამ წუთებში რაიონული საავადმყოფოდან ქუთაისის კლინიკებში გადაჰყავთ.

როგორც „რეგინფოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ უთხრა, ერთ-ერთი დაღუპული სოფელ საკეციაში ცხოვრობდა, დანარჩენები კი მისი სტუმრები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]