weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

გემ Pantelena-ს თავს დაესხნენ და ღია ზღვაში გაიტაცეს – გემის კაპიტანი

12:45 შაბათი, 25 აგვისტო 2018

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელზეც 17 ქართველი და 2 რუსი მეზღვაური იმყოფება, ტოგოს რესპუბლიკაში, ლომეს პორტში უსაფრთხოდ დაბრუნდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც გემის კაპიტანმა განაცხადა, ათი დღის წინ, გაბონის ტერიტორიულ წყლებში ეკიპაჟზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შემდეგაც გემი ღია ზღვაში გაიტაცეს. ქართული მხარე მას 14 აგვისტოდან ვეღარ უკავშირდებოდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ბოლო 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით კოორდინირებული სამუშაო ჩაატარეს. პროცესში 10-მდე ქვეყანა იყო ჩართული. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კავშირზე გავიდა გემთმფლობელ კომპანიასთან, გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამასთან, ასევე კენიასა და ნიგერიაში მოქმედ სპეციალიზებულ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდებოდა მეზღვაურების ძებნის ღონისძიებები.

ღონისძიებაში აქტიურად გამოიყენებოდა დასავლეთ აფრიკაში მოქმედი საზღვაო ძალების (პორტუგალია, ინგლისი და საფრანგეთი) გემები, ასევე, სატელიტური დაკვირვების სისტემები. ამ კოორდინირებული ქმედებების შედეგად გემის იდენტიფიცირება 23 აგვისტოს მოხდა“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველი მეზღვაურების ოჯახებს 24 აგვისტოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი შეხვდნენ. რიჟვაძის განცხადებით, ქართველი მეზღვაურები საქართველოში მალე დაბრუნდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]