weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხულოს მერიის ახალ შენობას თურქი ინვესტორი ვეღარ გაარემონტებს

13:40 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

კომპანია „მეტრო ატლას ჯორჯიასთან“ დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თურქ ინვესტორს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობა უსასყიდლოდ, 500 000 ლარად უნდა გაერემონტებინა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გააუქმა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, ადმინისტრაციული შენობების რემონტი სახელმწიფოს მიერ უნდა ფინანსდებოდეს, ინვესტორის კეთილი ნება კი სოციალური მიმართულებით უნდა გამოიყენონ.

„ამ გადაწყვეტილებას გადავხედე და მიზანშეუწონლად მიმაჩნია ადმინისტრაციული შენობების დაფინანსება ამ ფორმით ხდებოდეს. შესაბამისად, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს ადმინისტრაციული შენობების გარემონტების ხარჯებს. ხალხის მიერ არჩეული მერი იქნება იმ შენობაში, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი რესურსით გააკეთებს. რაც შეეხება ინვესტორის მზაობას, რა თქმა უნდა, ეს სხვა სოციალური მიზნებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

თურქულ კომპანიასთან შეთანხმება სამი თვის წინ გაფორმდა. იმ პერიოდში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იყო. იგეგმებოდა 2700 მ2 განთავსებული საავადმყოფოს ყოფილი შენობის რეაბილიტაცია, სადაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და თვითმმართველობის ა(ა)იპებს უნდა ემუშავათ.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 21 ივლისიდან იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]