weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

წელს სტუდენტი 27 906 აბიტურიენტი გახდა, სახელმწიფო დაფინანსება 10 614-მა მოიპოვა

13:18 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, წელს სტუდენტი 27 906 აპლიკანტი გახდა, რაც გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტების 70%-ია. სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა.

„ათასზე ოდნავ მეტია 100%-იანი გრანტის მფლობელი, 1 500-მდეა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 70%-იანი დაფინანსება მოიპოვეს და დაახლოებით, 4 000-ია იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებმაც 50%-იანი დაფინანსება მოიპოვეს. საერთო ჯამში, შედეგების მიხედვით, 6 500-ზე მეტია იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც საკუთარი შედეგით მოახერხეს სახელმწიფო გრანტის მოპოვება, დანარჩენი კი ის სტუდენტები არიან, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე ჩაირიცხნენ“, - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება ქართული ენის მომზადების პროგრამას, მაია მიმინოშვილის თქმით, პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა გაიზარდა და 1 211 აბიტურიენტი შეადგინა, მათ შორის ერთი ოსურენოვანია.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის გამოცდების შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]