weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„ეროვნული ერთობის“ ლიდერს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

18:29 კვირა, 02 სექტემბერი 2018

ფაშისტურმა მოძრაობის, საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა დავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჭელიძეს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ჭელიძე 31 აგვისტოს დააკავა. სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობენ იარაღის სროლაში მოძრაობის წევრები.

„ფაშისტური კვირადღე. ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას. „შავპერანგიანები“ ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში“, - აღნიშნული იყო ვიდეოს აღწერილობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი ჭელიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

სოციალურ ქსელში „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდი მისი ლიდერის დაკავების შემდეგ აღარ იძებნება. გაუქმებულია გიორგი ჭელიძის პირადი გვერდიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]