weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თელავში ერთ დღეში სამი სახლი გაქურდეს

19:00 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ერთ დღეში სამი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობაში ბრალდებულმა 37 წლის მამაკაცმა სახლებიდან ოქროს სამკაულები და ფული მოიპარა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა გუშინ, 3 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ნაქურდალი ნივთები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]