weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ფოთში პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს

11:37 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფოთში, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. დააკავეს.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ ბინას და სასტუმროს ოთახებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ. სამინისტროს ცნობით, დაკავებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძებნაშიც უწყობდნენ ხელს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]