weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

11:49 შაბათი, 08 სექტემბერი 2018

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, ტალღების სიმაღლე პერიოდულად 3 მეტრს მიაღწევს, რის გამოც საშტორმო მდგომარეობა გამოცხდდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება.

ზღვაში ბანაობის აკრძალვა 9 სექტემბრის 10:00 საათამდე მოქმედებს. მაშველები დამსვენებლებს მოუწოდებენ, ამკრძალავ ნიშნებს ყურადღება მიაქციონ და წყალში არ შევიდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცმებით, ზაფხულის განმავლობაში, კერძოდ, 1 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულებს შორის უმრავლესობა - 27 ადამიანი მდინარეებში დაიხრჩო, 10 ზღვაში, ხოლო 14 ტბაში. ამავე პერიოდში მაშველების მიერ მდინარეებში, ზღვასა და ტბებში გადარჩენილთა რაოდენობამ 316 შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]