weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზუგდიდში ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული ახალშობილი იპოვეს

10:59 ორშაბათი, 10 სექტემბერი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ჩანთა, რომელშიც ჩვილი იყო მოთავსებული, ერთ-ერთი სახლის ჭიშკარზე ეკიდა.

ჩვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დროისთვის კვლევები უტარდება. ექიმების თქმით, ახალშობილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ბოლო თვეებში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ზუგდიდის რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. 25 მარტს, ქალაქ ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლთან ჩვილი ბოძზე პოლიეთილენის პარკით იყო ჩამოკიდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]