სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ხულოში ორი ეკლესიიდან შესაწირი ყუთები მოიპარეს

09:44 - 11 სექტემბერი 2018 hits 312
ფოტოზე სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ფოტოზე სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

ხულოს მუნიციპალიტეტში ორი ეკლესია გაქურდეს. სხალთის ეპარქიის განცხადებით, ორივე ტაძარში ქურდი ფანჯრიდან შევიდა და შესაწირი ყუთები წაიღო.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრები 9 და 10 სექტემბერს გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

აღსანიშნავია, რომ ხულოში ეკლესიის ქურდობის ფაქტი მარტშიც დაფიქსირდა. მაშინ ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში სხალთის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვეს. როგორც სხალთის ეპარქიაში განაცხადეს, გამოძიება დაიწყო, თუმცა პოლიციას ბოროტმოქმედები არ გამოუვლენია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]