weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე მუშა დაშავდა

20:20 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

ბათუმში, ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული 35 წლის მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ელენთა ამოკვეთეს.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ანგი“ აშენებს. მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო და სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]