weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე იწვევს

10:20 ხუთშაბათი, 13 სექტემბერი 2018

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაციას სთავაზობს. პროექტის მიზანი სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.

მონაწილეები შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას; გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს; მიიღებენ ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა); ჩააბარებენ საქართელოს კანონმდებლობით განსაზღვრულ D კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. კურსთან დაკავშირებული ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულებაც დაიფარება ავტოსკოლის მიერ.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე.

სასწავლო კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის საქართველოს მოქალაქე; შეუსრულდა 24 წელი; აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა; აქვს B კატეგორიის ავტომანქანის მართვის სამწლიანი გამოცდილება და არ ჰქონია სერიოზული დარღვევები (ავარია, მოწმობის ჩამორთმევა და ა.შ.); მზადაა სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში; მზადაა დაესწროს კურსს მთლიანად და ბოლოს ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა; მზადაა დასაქმდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, კომპანიის მხრიდან შეთავაზების მიღებისთანავე;

კანდიდატთა შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების ხანგრძლივობას.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 21 სექტემბერი. დამატებით ინფორმაციას გაეცანით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]