სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ხელთუბნის მოსახლეობა 18 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვს

12:23 - 13 სექტემბერი 2018 hits 300

14 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში საპროტესტო აქცია გაიმართება, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 18 წლის თორნიკე მერებაშვილის საქმის გამოძიების მოთხოვნით.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ეჭვი აქვთ, რომ ახალგაზრდა მოკლეს და მას თავი არ მოუკლავს.

18-წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა თქვა, რომ მისი შვილი მოკლულია. მამის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე თორნიკემ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ დაჭრილი იყო და დახმარება სჭირდებოდა.

„საღამოს მეგობართან წავიდა პურის საჭმელად. ჩემ ძმისშვილთან აქვს დარეკილი, დაჭრილი ვარო. სასწრაფო რომ მივიდა შემთხვევის ადგილას, ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპაო“, - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილის მამამ.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი მიიმალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]