სექტემბერი 22, 2018
weather cur airplane horoscope tv

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

11:13 - 14 სექტემბერი 2018 hits 137

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მოუწოდებენ, რომ მოხდეს შეთანხმება „ომეგა ჯგუფთან“, რათა ტელეკომპანიას საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცეს.

„ტელეკომპანია „იბერიაში“ შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. ამის მიზეზი ტელეკომპანიაში ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი კრიზისია. ჟურნალისტები ვერ ვახერხებთ ჩვენზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას.

ტელევიზიას გადაკეტელი აქვს დაფინანსების მთავარი წყარო. რეალურად, არსებობს არხის დახურვის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა ხორციელდება სწორედ ტელეკომპანიის დახურვის მიზნით.

გვაქვს პროფესიული პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლისა და ქვეყნის წინაშე, რომ ჯეროვნად, დაბალანსებულად და ობიექტურად გავაშუქოთ ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანია. იმის მაგივრად, რომ ვასრულებდეთ ჩვენს პირდაპირ მოვალეობას, ვახდენდეთ მაყურებლის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გადასულები ვართ თავდაცვის რეჟიმზე - გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა ქუჩის აქციებით, შეხვედრებით და ხელისუფლების მიერ იმ ხელოვნურად შექმნილი მოვლენების გაშუქებით, რომელიც არხის დახურვისკენ არის მიმართული.

მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ზემოთხსენებული გარემოება, გაუხსნან გზა „ომეგა ჯგუფს“ და მოხდეს შეთანხმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რათა არხს მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება. მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ტელევიზიის მუშაობის გასაგრძელებლად. ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქვეყნის ხელისუფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]