weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტურიზმის ადმინისტრაციამ Russia 1-ის ჟურნალისტებს თბილისში ცხოვრება დაუფინანსა

16:36 შაბათი, 15 სექტემბერი 2018

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის Russia 1-ის ტელეწამყვანს, ანდრეი მალახოვს და მისი გადამღები ჯგუფის წევრებს თბილისში, სასტუმროში ცხოვრების, კვებისა და გიდის მომსახურების ხარჯები დაუფინანსა.

ანდრეი მალახოვი საქართველოში პროექტის „შვებულება ანდრეი მალახოვთან ერთად“ (В отпуск с Андреем Малаховым) ფარგლებში იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რა თანხა დაჯდა რუსი ჟურნალისტების სასტუმროთი და გიდით უზრუნველყოფა, თუმცა განმარტავენ, რომ ანდრეი მალახოვი საქართველოში გადამღებ ჯგუფთან ერთად დამოუკიდებლად, მათი მოწვევის გარეშე ჩამოვიდა.

პროექტი „შვებულება ანდრეი მალახოვთან ერთად“ ჟურნალ StarHit-ის მიერ მეათე წელია ხორციელდება. ის ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და რომელიმე ქვეყანაში შვებულების გატარების საგზური მოიგოს. კონკურსში გამარჯვებულებს ჟურნალ StarHit-ის მთავარი რედაქტორი და Russia 1-ის გადაცემა „პირდაპირი ეთერის“ წამყვანი ანდრეი მალახოვი გამოავლენს და მათთან ერთად შვებულებაში მიემგზავრება. წელს სამოგზაურო ადგილად საქართველო შეარჩიეს. რუსული მედიის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებულებს საქართველოში 9-დან 19 სექტემბრის ჩათვლით უნდა ემოგზაურათ.

სოციალურ ქსელ Instagram-ში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, მალახოვმა თბილისში ყოფნის დროს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა და გადაცემის მონაწილეებთან ერთად მომღერალ ნანი ბრეგვაძეს შეხვდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მალახოვი საქართველოდან წუხელ გაემგზავრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]