weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ხალხმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს რომ ჩრდილოეთისკენ დაბრუნება არ მოგვიწიოს – მეუფე საბა

17:18 შაბათი, 15 სექტემბერი 2018

„მე არ მინდა პირდაპირ მიგითითოთ, მაგრამ ვინც ეწინააღმდეგება ერის არჩევანს, ვისაც აქვს ფიქრები ჩრდილოეთ მეზობლებისკენ და მათდამი სიმპათიები, მე, როგორც ჩემი ერის შვილს, მიმაჩნია, ვინც ასეთ ადამიანს ხმას მისცემს, ის არის ერის მოღალატე“, - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

მეუფე საბას თქმით, ამომრჩეველმა, რომელიც კონკრეტულ კანდიდატს მისცემს ხმას, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც მისი რჩეული მომავალში გააკეთებს.

„წინ არის საპრეზიდენტო არჩევნები და ვფიქრობ, კარგად უნდა დაფიქრდეს ადამიანი, ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ხვალ რა მოხდება, არავინ იცის და ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ერთი სული აქვს, როდის დააბრუნებს იმას, რასაც ორი საუკუნე აკეთებდა საქართველოში. 

ამიტომ ეს არის გასათვალისწინებელი. მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და არც სხვაგან გამიგია, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია არ აყენებს თავის კანდიდატს. ეს არის რაღაც მორიგი თამაში და ამ თამაშში ჩვენ არ უნდა ჩავებათ, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი, რომ არ მოგვიწიოს ჩრდილოეთისკენ დაბრუნება, იმით რომ ჩრდილოეთმა თავისი საცეცები კიდევ უფრო განავრცოს, ისედაც ჰქონდა კიდეც და აქვს, ჯერ არ წასულა არსად, მაგრამ კიდევ უფრო რომ განამტკიცოს. ერმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ, პატრიარქმაც აღნიშნა ეს. საპრეზიდენტო კანდიდატი, ვინც ამისთვის იზრუნებს, ვინც იზრუნებს, რომ საქართველოში მშვიდობა დაამყაროს და ერის მოთხოვნა გაითვალისწინოს, იმას უნდა დავუჭიროთ მხარი. საქართველოში, სადაც ჩემი ეპარქიაა, რომ ჩავიდოდი ამას ვიტყოდი“, - აღნიშნა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ქადაგების დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]