weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ქართველ ქალებს მანდილის გარეშე კარში გამოსვლას ავუკრძალავდი – კვიციანი

12:20 კვირა, 16 სექტემბერი 2018

„თავსაფარი, რასაც ჰქვია მანდილი, ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ, მაგის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, ისე უხდება ქალს მანდილი. ეს არის ყველაზე ისეთი თვისება ქალბატონისთვის, როცა მანდილით გამოდის ქუჩაში... ეკლესიაში როგორ შედიხართ ქალბატონები, მართლმადიდებლები?“ - განაცხადა პარლამენტში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ემზარ კვიციანმა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კვიციანმა ისაუბრა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვას ითვალისწინებს.

„იდენტიფიცირება როგორ უნდა მოხდეს იმ ადამიანის, როცა საზღვარზე შემოდის? ეს უსაფრთხოების... მერე კიდევ, ქალბატონი ცოდო არაა? აი, ნიქაბს, რომ იცოდეთ, ჯვრის ფორმა აქვს და ჩემი ნება რომ იყოს, მაგას დავტოვებდი, მაგრამ რადგან კანონპროექტის ავტორმა ასე გადაწყვიტა, მე დავთანხმდი. ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ ეს ქალბატონები გავხადოთ თავისუფალნი ამ დატვირთვისგან. ევროპის რამდენ ქვეყანაშია, რომ როგორც კი მივლენ საზღვარზე იხდიან ამ ყველაფერს და შედიან ისე, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. მაინცდამაინც ნახევარი საქართველო უნდა აფეთქდეს იმისთვის, რომ მერე ეს კანონი მივიღოთ?“, - ამბობს ემზარ კვიციანი.

მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს თავსაფრის ტარება აეკრძალებათ.

ემზარ კვიციანს პარლამენტში წარდგენილი აქვს კანონპროექტი, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანას და საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენისთვის 500-დან 1500 ლარამდე ჯარიმის შემოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მსგავსი სამოსი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით.

კანონპროექტის ავტორი „დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]