weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

თელავის ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს კარდიო-ინტენსიურ მომსახურებას სთავაზობს

14:41 სამშაბათი, 18 სექტემბერი 2018

თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფოს კარდიო-ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტის კორონოგრაფიული გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში სტენტირება ხდება. გარდა ამისა, იმ პაციენტებისთვის, ვისაც სხვადასხვა ტიპის რითმოლოგიური დარღვევები აღენიშნებათ, განყოფილებაში არითმოლოგიური სამსახური მოქმედებს.

გულის მუშაობის რითმის დარღვევის შემთხვევში კლინიკაში კარდიოსტიმულატორის (პეისმეიკერის) ინპლანტირების ოპერაცია კეთდება. ასევე, ტარდება დატვირთვის სტრეს ტესტი - „ტრედმილ ტესტი“. ეს არაინვაზიური ტესტია, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ გაუჯობესდეს ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ პასუხობს გული სტრესს. კვლევის მსვლელობისას საფეხურებრივად იზრდება დატვირთვა, რის შესაბამისადაც იცვლება ელექტროკარდიოგრამა, არტერიული წნევა და გულის შეკუმშვათა სიხშირე.

კლინიკაში პაციენტების სტენტირებასა და კარდიოსტიმულატორის ინპლანტირებას კარდიო-ქირურგი, პროფესორი შალვა რცხილაძე ახორციელებს.

ექოკარდიოგრაფია გულის ულტრაბგერით კვლევაა, რომლის საშუალებითაც ხდება გულის ღრუების, სარქველებისა და სხვა სტრუქტურების დათვალიერება, გულის კუნთის კუმშვადობისა და ფუნქციური მაჩვენებლების შეფასება. იგი წარმოადგენს რუტინული კვლევის მეთოდს - არის არაინვაზიური, არ გააჩნია რისკ-ფაქტორები და გვერდითი მოვლენები. გამოკვლევებს ექიმი-რადიოლოგი ზაზა გოგოლაძე ატარებს. ტელ: 599 561 130;

ექიმი-კარდიოლოგების საკონტაქტო ინფორმაციაა: დალი ტყეშელაშვილი - 599 921803; ნინო ფურცელაძე - 598 411880; ნათია ქიტესაშვილი - 591 110845; გიორგი მამუკელაშვილი - 593 776776; თინათინ ნარეკლიშვილი - 593 760688.

[R] თელავის ცენტრალური (რაიონული) საავადმყოფო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]