weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

სამინისტრომ ქუთაისის N2 სკოლაში ბულინგის შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო

12:37 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

საქმე ეხება მე-5 კლასის მოსწავლის მშობლის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მასწავლებელმა ვარცხნილობის გამო ბიჭ მოსწავლეზე ვერბალური ბულინგი განახორციელა.

„მასწავლებელი, რომელიც თმის ვარცხნილობის გამო გენდერს ეჭვქვეშ აყენებს და ჯგუფს მიმართავს გასარკვევად, ბიჭია თუ გოგო, არის დამნაშავე“, - წერს მშობელი სოციალურ ქსელში.

სამინისტროს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]