weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ჩხოროწყუში საბავშვო ბაღის გახსნაზე ხელისუფლების პატივსაცემად ტორტი გამოაცხვეს

09:50 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში, საბავშვო ბაღის გახსნასთან დაკავშირებით, ბაღის თანამშრომლებმა ტორტი გამოაცხვეს, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლოგოთი იყო გაფორმებული.

საბავშვო ბაღის დირექტორმა მიმოზა დამენიამ „რეგინფოსთან“ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა, მანამდე ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესთან“ განმარტა, რომ ტორტი „ქართული ოცნების“ ლოგოთი საკუთარი ინიციატივით, „ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად“ გააფორმეს. მისივე თქმით, შენობასთან „ქართული ოცნების“ დროშაც ჰქონდაც აღმართული. 

„გუბერნატორთან ერთად იყო გოგო, რომელმაც გვითხრა, რომ დროშა უნდა მოგვეხსნა და ტორტზე „ოცნების“ ლოგოც გადაგვიხაზა.

ახლა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და არ მეგონა, თუ ცუდი რამე გავაკეთეთ. გვინდოდა, გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც ახალი ბაღი აგვიშენა.

მანამდე ვინმეს რომ ეთქვა, რომ არ იყო საჭირო, არ გავაკეთებდით, მაგრამ სადაც შევდივარ ყველგან „ქართული ოცნების“ დროშაა და ჩვენთანაც რომ ყოფილიყო ამით რა დავაშავეთ, არ ვიცი“, - ციტირებს „ლაივპრესი“ საბავშვო ბაღის დირექტორის კომენტარს.

სოფელ კირცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობა 17 სექტემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ჩხოროწყუს მერმა დათო გოგუამ გახსნეს.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]