weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავში მოსახლეობის მასშტაბური კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

12:00 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018
ფოტოზე UNIFEC-ის წარმომადგენელი თინათინ ბაუმი ფოტოზე UNIFEC-ის წარმომადგენელი თინათინ ბაუმი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება.

კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. იგი ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 14,000-ზე მეტ ოჯახთან ინტერვიუებს, სასმელი წყლის ხარისხის დადგენას და 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცველობაზე სისხლის შემოწმებას.

UNICEF -ის ინფორმაციით, კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევის მიმდინარეობის პარალელურად, გაეროს ბავშვთა ფონდი იწყებს მასშტაბურ საკომუნიკაციო კამპანიას და საზოგადოების მობილიზაციას, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება კვლევისა და საველე სამუშაოების დაწყების შესახებ. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით, 21 სექტემბერს, თელავში პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე თინათინ ბაუმი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კახეთის სტატისტიკის ბიუროს უფროსი ლევან ჯანდიერი, „საქსტატის“ წარმომადგენელი, ცოტნე ბალახაშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლელა სტურუა გაუძღვებიან. ღონისძიება სასტუმრო „ძველ თელავში“, 12:00 საათზე დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]