weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თელავის ცენტრალური საავადმყოფო პაციენტებს ყველა სახის ლაპაროსკოპიულ ოპერაციას სთავაზობს

17:50 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

ლაპაროსკოპიული ქირურგია, რომელსაც მცირე ინვაზიურ ქირურგიადაც მოიხსენიებენ, ქირურგიულ ოპერაციაა, რომელიც სრულდება ვიდეოკამერისა და რამდენიმე ნატიფი ინსტრუმენტის გამოყენებით. ოპერაციის დროს კეთდება მინი (1 სანტრიმეტრამდე) განაკვეთი და მათი საშუალებით პლასტიკური პორტები იდგმება (მუცლის) ღრუში, პორტებში გატარდება ვიდეოკამერა და ინსტრუმენტები.

იგივე მიდგომაა ნებისმიერ ორგანოსთან და პათოლოგიასთან. ვიდეოკამერის მიერ ეკრანზე გადაცემული გამოსახულებით ქირურგი მანიპულაციას მართავს.

ლაპაროსკოპიის უპირატესობებია: ოპერაციასთან დაკავშირებული ნაკლები დისკომფორტი, ადრეული რეაბილიტაცია, ნაკლები დღეების გატარება ჰოსპიტალში, ბევრად მცირე ნაწიბური სხეულზე. მიიჩნევა, რომ ზოგიერთ ორგანოსთან მიდგომა და მისი ვიზუალიზაცია ზემოთ აღწერილი მეთოდის საშუალებით უფრო ადვილია. 

თელავის ცენტრალურ (რაიონულ) საავადმყოფოში ზოგადი ქირურგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს ყველა სახის ლაპაროსკოპიულ ოპერაციას: ნაღველ-კენჭოვანი დაავადების გამო ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა; საყლაპავის ხვრელის თიაქარპლასტიკა; ღვიძლის, მსხვილი ნაწლავისა და თირკმელზედა ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებების ლაპარასკოპიული მკურნალობა.

უმოკლეს ხანში დაინერგება გინეკოლოგიური ოპერაციების მთელ სპექტრი, საკვერცხეების, საშვილოსნოს (მათ შორის სიმსივნური) დაავადებების მკურნალობა.

ჩვენს კლინიკაში ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს ატარებს ქირურგი-ლაპაროსკოპისტი გიორგი ოქროპირიძე (ტელ: 555 215 225), რომელმაც წლების წინ პირველმა დანერგა კახეთის რეგიონში ლაპაროსკოპიური ქირურგია. 

[R] თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]