weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

პანკისში ბავშვებს მანქანა დააჯახეს

12:51 შაბათი, 22 სექტემბერი 2018

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, სადაც ადგილობრივები „პანკისობა 2018“-ის ფარგლებში გასართობი ღონისძიებების ჩატარებას აპროტესტებდნენ, მამაკაცმა 10-ზე მეტი ბავშვისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ბავშვი მსუბუქად დაშავდა. შეუძლოდ გახდა ქალიც, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო.

მამაკაცი ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელიც „პანკისობა 2018“-ში იღებდა მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა“ ჩაიშალა, მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით, სავარაუდოდ ნივთების ასაღებად, ღონისძიების ჩატარების ადგილზე მისვლას ცდილობდა. შესასვლელი ბავშვებს ჰქონდათ გადაკეტილი, მიუხედავად ამისა, მან გარღვევა სცადა და ბავშვებს შეეჯახა.

იმ დროს, როდესაც ინციდენტი მოხდა, ადგილზე პოლიციელები იყვნენ მობილიზებულნი. მათ რეაგირება მხოლოდ მაშინ მოახდინეს, როდესაც ადგილობრივები მძღოლის მანქანიდან გადმოყვანას და მანქანის დაზიანებას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

ამ თემაზე:

მძღოლი, რომელმაც პანკისში ბავშვებს მანქანა დააჯახა, ახმეტის მერიის თანამშრომელია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]