weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პანკისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა

12:55 კვირა, 23 სექტემბერი 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუგზარ ბოლქვაძის განცხადებით, დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ამ დრომდე პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად ახმეტაში ჩასვლა უწევდათ. ბოლქვაძის თქმით, სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში კი გადაუდებელი დახმარების სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი.

„იმ შემთხვევაში თუ იქნება საჭიროება სასიცოცხლო ფუნციების დასტაბილურებისა, სრული სერვისია იმისთვის, რომ აღნიშნული დახმარება გაეწიოს პანკისის ხეობის მოსახლეობას. ამ ეტაპზე ცენტრში დასაქმებულია 25 ადამიანი და პერსპექტივაში შეიძლება თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდოს“, - განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ.

„უნდა ითქვას, რომ პანკისის ხეობის სოფლებს გააჩნიათ მაქსიმალური ყურადღება ხელისუფლებისგან არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის კუთხითაც. იგივე, ვთქვათ, ხელმისაწვდომობა საჯარო და სამოქალაქო სერვისებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის“, - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ყვარელმშენი 52“-მა ჩაატარა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოებისთვის 700 000 ლარი იყო გამოყოფილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]