weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფასანაურში ადიდებულ მდინარეში 22 წლის მამაკაცი დაიხრჩო

11:37 ორშაბათი, 12 ივნისი 2017

დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ფასანაურში ადიდებულ არაგვში 22 წლის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც „რეგინფოს“ ფასანაურში გამგებლის წარმომადგენელმა თინა წიკლაურმა უთხრა, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში იყო, როდესაც მდინარეში ხიდიდან, ბანაობის მიზნით გადახტა და დინებამ გაიტაცა. შემთხვევა 10 ივნისს მოხდა.

თინა წიკლაურის ინფორმაციით, გარდაცვლილი თბილისში ცხოვრობდა, ფასანაურში კი მეგობართან ერთად, აგარაკზე ისვენებდა.

„როგორც ვიცით, ეს თვითმკვლელობის მცდელობა არ ყოფილა. გარდაცვლილი არაგვში ბანაობის მიზნით გადახტა, მაგრამ ნასვამი იყო და ადიდებული მდინარიდან გამოსვლა ვერ შეძლო. სამაშველო სამსახურში მისმა მეგობარმა დარეკა. მაშველებმა ცხედარი ერთსაათიანი ძებნის შემდეგ, სამი კილომეტრის მოშორებით იპოვეს“, - უთხრა „რეგინფოს“ თინა წიკლაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მდინარე არაგვი მთებში თოვლის დნობისა და უხვი ნალექის გამო ადიდებულია. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „რეგინფოს“ უთხრეს, დუშეთის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარის საფრთხის გამო სამაშველო სამსახური წელს მხოლოდ ერთხელ გამოიძახეს. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]