weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, შავ ზღვაში 5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

14:20 სამშაბათი, 25 სექტემბერი 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათიდან ამინდის გაუარესების გამო, შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე 3,5-დან 4-მეტრამდე მიაღწევს, რის გამოც ზღვაში შესვლა იკრძალება.

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, ყველა სამაშველო კოშკურაზე წითელი ალამი აღიმართება. დამსვენებლებს მოუწოდებენ, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.

დღეს, დღის ბოლოდან 28 სექტემბრამდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 26-27 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]